ბიო ტუალეტი შშმ პირებისთვის
შშმ პირებისთვის განკუთვნილი ბიო ტუალეტი არის ფართო, შეიძლება ითქვას სახლის საპირფარეშოს ზომის. მისი იატაკი ეტლით მოსარგებლეს შესაძლებლობას აძლევს მარტივად, წინაღობის გარეშე გადაადგილდეს. მოცემული ბიო საპირფარეშო მაქსიმალურად ადაპტირებულია შშმ პირთა გამოყენებისთვის სადაც დაცულია ყველა ნორმატივი და სტანდარტი.
სპეციფიკაცია
სიმაღლე: 231cm
სიგანე: 158cm
სიღრმე: 158cm
წონა: 107kg
მახასიათებლები
ტუალეტის ქაღალდის დისპენსერი
გამძლე კონსტრუქცია
ადგილზე მიწოდება
დასერვისება
Პარამეტრები
დეზინფექცია მომსახურების დროს
ხშირად დასმული კითხვები
გაქვთ კითხვა? ჩვენ დაგეხმარებით.
რა ღირს ბიო ტუალეტი?
თითოეული შეკვეთა განიხილება ინდივიდუალურად. იგი დაკავშირებულია შემდეგ პარამეტრებთან:
- მდებარეობა,
- შერჩეული მოდელი,
- შესაძლო ვარიანტები,
- მომსახურების სიხშირე.
რამდენი ხნით შეიძლება ბიო ტუალეტის ქირაობა?
ბიოტუალეტების გაქირავების დრო დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. ღონისძიებების შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივ 1-2 დღეა, ხოლო სამშენებლო მოედნის ან და სხვა კონკრეტული პროექტის შემთხვევაში რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდს მოიცავს.
რა დრო სჭირდება შეკვეთის დასრულებას / აღჭურვილობის ადგილზე მიტანას?
შეკვეთების უმეტესობა ხორციელდება უკიდურესად სწრაფად – შეკვეთის მომენტიდან 48 სთ-ის განმავლობაში.
რამდენად ხშირად სჭირდება ბიო ტუალეტს სერვისი (დასუფთავება)?
მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად, სერვისი უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად. ასევე შესაძლებელია დასუფთავება განხორციელდეს ორკვირაში ერთხელ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცირე ადამინათა ჯგუფი სარგებლობს საპირფარეშოთი. ყოველ 2 კვირაზე ნაკლები მომსახურება მნიშვნელოვნად აუარესებს საპირფარეშოთი სარგებლობის კომფორტს. ღონისძიებების შემთხვევაში, სერვისი შეიძლება საჭირო გახდეს დღეში რამდენჯერმეც კი.If you have any questions or doubts, please contact us.
როგორ შევუკვეთო ბიო ტუალეტი?
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ტელეფონით 032 219 6887 ან ელ-ფოსტის საშუალებით kiki@kiki.ge
როგორ განვსაზღვრო საჭირო ბიო ტუალეტების რაოდენობა?
საჭირო ბიო ტუალეტების რაოდენობა განისაზღვრება გამოყენების პერიოდისა და იმ ადამიანების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც პოტენციურად გამოიყენებენ ბიო საპირფარეშოს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.
ვინ არის ნაქირავებ ბიო ტუალეტზე პასუხისმგებელი?
დამკვეთი პასუხისმგებელია დაქირავებულ ინვენტარზე და ვალდებულია დააბრუნოს ინვენტარი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იყო მიწოდებული, რა თქმა უნდა ცვეთის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეულია სათანადო გამოყენების შედეგად.